ვულოცავ ყველა ქართველს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს ის დღეა, რომელიც გვაერთიანებს ყველა ქართველს - ალექსანდრე წულაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მინისტრმა „ქრონიკასთან“ საუბარში აღნიშნა, ამ დღესთან დაკავშირებით სამინისტრო ზუგდიდში სიახლეებითაა წარმოდგენილი.
„ვულოცავ ყველა ქართველს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს ის დღეა, რომელიც გვაერთიანებს ყველა ქართველს. ყველას ვუსურვებ, გვეცხოვროს გაერთიანებულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვუსურვებ მშვიდობას და რა თქმა უნდა ეკონომიკურ წინსვლას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო წარმოდგენილი იქნება ზუგდიდში.
„ვთხოვ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, 12:00 საათიდან მზად ვიქნებით ვუმასპინძლოთ ყველა თაობის წარმომადგენელს. წელს განსაკუთრებით საინტერესო პროგრამით ვიქნებით წარდგენილი. იქნება ბევრი სიახლეც. პირველად იქნება პლანეტარიუმი და ნებისმიერი თაობის ადამიანს ექნება საშუალება, რომ მისთვის საინტერესო, შემეცნებითი ფორმატის გასართობი იპოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მოვა, ყველა ისიამოვნებს ჩვენი აქტივობებით“, - აღნიშნა წულაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.19:38
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილში, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.