მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

ვისურვებდი, რომ კონგრესმა უპირატესობა მიანიჭოს დიალოგს და არა კონფრონტაციას - ოთარ გრიგოლია

news image

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 49-ე სესია გაიმართა, რომელშიც კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი ოთარ გრიგოლია მონაწილეობდა. 

სესიაზე, რომელიც ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის 40 წლის იუბილეს მიეძღვნა, ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობა ევროპაში, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, უკრაინაში ომის გავლენა რეგიონებზე, ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების პრაქტიკა, ახალგაზრდების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინიციატივები. 

სხდომაზე კონგრესმა მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის სტანდარტების დაცვას და ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ პროცესებში.

 აღსანიშნავია, რომ სესიამდე გაიმართა მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობა, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე განიხილეს. 

აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით ოთარ გრიგოლიამ მიმართა. ოთარ გრიგოლიამ თავის გამოსვლაში ყურადღება დიალოგისკენ მეტი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე გაამახვილა. 

მისი თქმით, ბოლო წლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი მეტად პოლიტიზირებული გახდა და დიპლომატიური ენა პოლიტიკური განცხადებებით და აგრესიული ენით შეიცვალა. ოთარ გრიგოლიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და კონგრესი უპირატესობას კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგს მიანიჭებს.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი ბევრი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ევროპის კონგრესი იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. ბოლო წლებში კი კონგრესი მეტად პოლიტიზირებული გახდა და დიპლომატიური ენა პოლიტიკური პარტიების განცხადებებით და აგრესიული ენით შეიცვალა, რაც დიალოგს საგრძნობლად აზიანებს. ეს არის ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვა კულტურის და გამოცდილების ადამიანები ვიკრიბებით და შეუძლებელია ყველა ქვეყნის სპეციფიკა ზუსტად ვიცოდეთ. საქართველოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული დეკლარაციები და რეზოლუციები იყო ზედმეტად პოლიტიზირებული და ხშირად რეალობას მოწყვეტილი. ბევრი დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში საერთოდ არ შეესაბამებოდა ქვეყანაში რეალურად არსებულ ვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი მიდგომები თავად კონგრესს დააზიანებს და მის მიმართ ნდობას შეამცირებს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიურ ენას და გავითვალისწინოთ ყველა ქვეყნის მიდგომები უსაფრთხოებისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. ჩვენ, ზეწოლისა და იზოლაციის მაგივრად, უნდა გავხსნათ კარი დიალოგისთვის. ვისურვებდი, რომ კონგრესმა უპირატესობა მიანიჭოს დიალოგს და არა კონფრონტაციას“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი

31.10.2025.16:38

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებს და დედაქალაქის  მთავრობას წარმატება უსურვა  მომავალ საქმიანობაში. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამჯერად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. 

„მინდა მოგილოცოთ ყველას ის საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც ჩვენი მულტიკულტურული, ისტორიით სავსე ქალაქის სამსახურში ყოფნა ჰქვია. დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალ მთავრობაში წარმოადგინა ის ადამიანები, რომლებსაც უკვე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ამბიციური გეგმები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, სწორედ ამ გუნდის თაოსნობით განხორციელდება. 

სამწუხაროდ, წინა 4 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტების სკამები ცარიელი იყო ამ დარბაზში.  მათი გარკვეული ნაწილი შეუერთდა რადიკალურ ჯგუფებს დედაქალაქის ქუჩებში. მე იმედი მაქვს,  რომ მომავალი 4 წელი იქნება განსხვავებული, ოპოზიცია აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი დედაქალაქელების მიმართ და ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ,  ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა,  შესრულებული იქნება. 

მე მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო როგორც დედაქალაქის მომავალ მთავრობას, ასევე ჩემს კოლეგებს“,  -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა