ვისურვებდი 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ერთად გვეამაყოს თბილისისათვის და თბილისელებისათვის გაკეთებული საქმეებით, მეტი გაკეთებული სიკეთისათვის - შალვა ოგბაიძე
დღეს, თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან სხდომის წარმართვისთვის ახლად არჩეული საკრებულოს უხუცესი წევრი შალვა ოგბაიძე მიიწვია.
შალვა ოგბაიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცსკო-ს წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს წევრებს პირველი სამუშაო დღე მიულოცა.
„ბატონო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარევ, დამსწრე საზოგადოებავ და სულ მალე ახლად დამტკიცებულო მერვე მოწვევის საკრებულოს წევრებო.
მოგესალმებით, და ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც თვითმმართველობის სტაჟიანი 5-გზის წარმომადგენლისათვის უდიდესი პატივია უხუცესი წევრის სტატუსით წარვუძღვე დედაქალაქის მე-8 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას. უპირველეს ყოვლისა მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი ნდობისათვის, ნდობისათვის-ვემსახუროთ ჩვენს დედაქალაქს.
ვისურვებდი 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ერთად გვეამაყოს თბილისისათვის და თბილისელებისათვის გაკეთებული საქმეებით, მეტი გაკეთებული სიკეთისათვის. გილოცავთ პირველ სამუშაო დღეს!“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, შალვა ოგბაიძემ დღის წესრიგი გააცნო საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა. საკრებულოს წევრებმა ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.