ვენესუელა აშშ-ს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ ნავთობს გადასცემს - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელა ამერიკას 30-დან 50 მილიონამდე ბარელ მაღალი ხარისხის ნავთობს გადასცემს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ მაღალი ხარისხის, დასანქცირებულ ნავთობს გადასცემს. აღნიშნული ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება, და მიღებულ ფულს მე გავაკონტროლებ, რათა დავრწმუნდე, რომ ის ვენესუელისა და შეერთებული შტატების ხალხებს მოხმარდება! აღნიშნული გეგმის დაუყოვნებლივ განხორციელება ენერგეტიკის მდივანს კრის რაითს დავავალე. მას გემებზე დატვირთავენ და დასაცლელად შეერთებული შტატების ნავსადგურებში ჩაიტანენ“, - დაწერა ტრამპმა.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.