ვახტანგ შურღაია, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილს სრულდება | საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მეწარმე სუბიექტებს 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით;
თამარ ზოდელავა | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია | საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia;
ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მოცულობა კვარტლების მიხედვით | სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia;
ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები საწარმოთა ზომების მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალი | სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia;
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კვარტლების მიხედვით | სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia;
#ბიზნესინსაიდერისსტუმარი ვახტანგ შურღაია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია/Georgian Employers' Association (GEA)-ის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი;
რა მიმართულეებზეა ასოციაციის საქმიანობა კონცენტრირებული | 2025 წლის შეჯამება;
როგორია ასოციაციის თანამშრომლობა ბიზნესთან;
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა | ასოციაციის შეფასება;
რა იქნება აღნიშნული ცვლილების ეფექტი;
რა არის ძირითადი გამოწვევები, რაც ბიზნესის მხრიდან სახელდება;
დამსაქმებელთა ასოციაციის 2026 წლის ძირითადი პრიორიტეტები.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.