უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - პრემიერი
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე, 1-ლი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად იზღუდება.
„პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს. ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. 2017 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს
11.03.2026.17:21
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.
დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.