მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

უნგრეთთან მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, ხელს მოვაწერთ მემორანდუმს თანამშრომლობაზე ტექნოლოგიების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში - ლევან დავითაშვილი

news image

„უნგრეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გაგვაჩნია, რომლის ფარგლებშიც ასევე გვაქვს სპეციალური ფორმატი - მთავრობათშორისი სამიტი, რომელიც უკვე გაიმართა საქართველოში და ახლა ჩვენ განმეორებით სამიტს ვატარებთ ბუდაპეშტში. სამიტის ფარგლებშითანამშრომლობის ყველა მიმართულებით კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვგეგმავთ. ამ კონკრეტული სამიტისას, ჩვენ ხელს მოვაწერთ ახალ მემორანდუმს, რომელიც შეეხება თანამშრომლობას ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევის სფეროში. ასევე ვისაუბრებთ სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საინვესტიციო მიმართულებებზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. „ესკ არგი წინაპირობაა იმისთვის, რომ უნგრეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელება დაიწყოს და ასევე ვითანამშრომლებთ ტრანსპორტისა და გადაზიდვის სფეროებში," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეწერება დღევანდელი სამიტის ფარგლებში. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების, კვლევებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

12.06.2025.17:47

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს

 

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობისათვის

 

განხილული იქნა ენერგეტიკის სექტორი, როგორც რეგიონული უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პოტენციალი, როგორც ევროპასთან ენერგოდაკავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ როლს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელობას, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორებს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელებში. ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვიხილეთ  სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული კავშირების გაღრმავებას. ასევე მიმოვიხილეთ  ტურიზმის სექტორიც, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დარგი, სადაც არსებობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი და მათი წვლილი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაში. ხაზგასმით აღინიშნა კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კონტექსტში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარვენაშვილი, კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა