უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა. ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, რის შემდეგაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.06.2025.17:47
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
„შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობისათვის.
განხილული იქნა ენერგეტიკის სექტორი, როგორც რეგიონული უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პოტენციალი, როგორც ევროპასთან ენერგოდაკავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ როლს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელობას, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორებს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელებში. ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვიხილეთ სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული კავშირების გაღრმავებას. ასევე მიმოვიხილეთ ტურიზმის სექტორიც, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დარგი, სადაც არსებობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.
შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი და მათი წვლილი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაში. ხაზგასმით აღინიშნა კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კონტექსტში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარვენაშვილი, კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე.