უკეთესი ხვალინდელი დღე ამ ქალაქისთვის შეუქცევადი იქნება - კონსტანტინე ზარნაძე
„ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში შემდეგი ოთხი წელი განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესიიქნება და მეც კიდევ ერთხელ მერგო პატივი, რომ ამ ქალაქის სამსახურში ვიყო“, - განცხადება ამის შესახებ VII მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა.
„დიდი და ღირსეული პროექტები უკვე განხორციელდა ჩვენს ქალაქში, რაც იმის თქმის საბაბსმაძლევს, რომ შემდეგი ოთხი წელი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მინდა ყველას დავპირდე, რომ საკრებულოს გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და განვითარებული იყოს და უკეთესი ხვალინდელი დღე ამ ქალაქისთვის შეუქცევადი გახდეს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
საკრებულოს წევრმა სხდომაზე განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისათვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარტიის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, იმისათვის, რომ მომეცა საშუალება გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ქალაქის სამსახურში ვმდგარიყავი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის - გლდანის - მაჟორიტარი დეპუტატი. მადლობა გლდანის რაიონის მოსახლეობას იმ პროექტებში ჩართულობისათვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ამ რაიონში განხორციელდა.
მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს, მადლობა ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებს, დედაქალაქის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, გამგეობის თანამშრომლებს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
წიგნი შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა გამოცემას ღირსეულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა - კახა ლაბუჩიძე
24.10.2025.17:35
„მახათას პანთეონში დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა პირველი საცნობარო წიგნი დაიბეჭდა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი წიგნი გამოიცა. წიგნი 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა საცნობარო გამოცემას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში და გამოყენებულია ფოტოები საოჯახო ფოტოარქივებიდან. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზანში“ და წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გამოცემის მიზანი იყო მახათას პანთეონის დაარსებიდან დღემდე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ მაქსიმალურად სრული და სტრუქტურირებული ინფორმაციის თავმოყრა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია მოღვაწეთა ბიოგრაფიული მონაცემები, მათი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღები, გამოსვენების ადგილები და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თუ ვინ იყო კონკრეტული მოღვაწის პანთეონში დაკრძალვის ინიციატორი.
„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა მახათას პანთეონის შესახებ პირველი აკადემიური ტიპის გამოცემა, რომელიც ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის მკვლევრებისთვისაც . ეს გახლავთ საკმაოდ კარგი ინფორმაციული გზამკვლევი. ის შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით. მასში შესულია საზოგადოების, ოჯახებისა და ექსპერტების შენიშვნები, რათა გამოცემას სრულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, აღნიშნა, რომ გამოცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული და ბიოგრაფიული კუთხით, არამედ როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებსა და მკვლევრებს, უკეთ გაიაზრონ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში.