თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 17 პარტია დარეგისტრირდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 17 პარტია დარეგისტრირდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს არ დახვდება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“. მათ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, თუმცა მათი ნომრები - N5 და N 4 დოლურაში მოხვდება და სხვა პარტიებისთვის გათამაშდება.
საარჩევნო ნომრები 5-მა პარტიამ შეინარჩუნა. ესენია:
ნომერი 8 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";
ნომერი 9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!";
ნომერი 25 - „გახარია საქართველოსთვის";
ნომერი 36 - „ახალი პოლიტიკური ცენტრი" (შემოკლებული დასახელება „გირჩი")
ნომერი 41 - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
12 პარტიას კი სამომავლოდ უნდა მიენიჭოს საარჩევნო ნომერი. ეს პარტიებია:
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია";
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო";
„საქართველო";
„თავისუფალი საქართველო";
„მემარცხენე ალიანსი";
„ქართველ ერთობა";
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატორები საქართველოსთვის";
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მამული, ენა, სარწმუნოება";
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება";
„მწვანეთა პარტია";
„მესამე გზა";
„დემოკრატთა ალიანსი".
მუნიციპალური არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.08.2025.00:21
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ახალი შეთანხმების ფარგლებში აცხადებენ ცეცხლის სრულ და უვადო შეწყვეტისადმი ერთგულებას.
„სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა საბრძოლო მოქმედება, აღადგინონ ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები“, - განაცხადა ტრამპმა ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე თეთრ სახლში.