თუ ვინმე შეეჭიდა დედაქალაქში წლობით დაგროვილი პრობლემების დაძლევას ეს იყო თბილისის მერი მისი გუნდი და მასთან ერთად ჩვენ ყველანი - ზურაბ აბაშიძე
„თუ ვინმე შეეჭიდა ჩვენს დედაქალაქში წლობით დაგროვილი პრობლემების დაძლევას ეს იყო მერი კახა კალაძე, მისი გუნდი და მასთან ერთად ჩვენ ყველანი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების კომენტირებისას.
„ბევრი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც სრულდება, მათ შორის არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების დაპირება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს არის იმედი თითოეული ადამიანისთვის, რომ ეს კოოპერატიული ბინათმშენებლობა იქნება თუ სხვა ტიპის დაზარალებულების პრობლემების გადაჭრა, შეძლო მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლებამ.
„მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, მის გუნდს და თითოეულ თქვენგანს. ეს არ არის უბრალოდ სოციალური გადაწყვეტილება, ეს არის ზრუნვის, პასუხისმგებლობის და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ნათელი მაგალითი. ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად ხმაურისა და წინააღმდეგობებისა, არ გადავუხვიოთ მთავარ გზას - იმ გზას, რომელიც ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 36.4%-ით გაიზარდა - სტატისტიკა
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე საქართველოში საფრანგეთისა და სომხეთის ელჩებს შეხვდა
20.04.2026.18:29
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ რეხვიაშვილი და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსი მამუკა ბალიაშვილი ესწრებოდნენ.
ზურაბ აბაშიძე სტუმრებს მიესალმა და საფრანგეთთან და სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც საფრანგეთთან, ასევე სომხეთთან ისტორიული მეგობრობა აკავშირებს, რაც გამოიხატება როგორც ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობაში, ასევე კულტურის მიმართულებით არსებულ კავშირებში.
საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ მადლობა გადაუხადა ზურაბ აბაშიძეს თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ხალხებს შორის მეგობრობაა. სომხეთის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო თანამშრომლობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ერთ-ერთი ქუჩისთვის მსოფლიოში ცნობილი შანსონიეს, სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებაზე. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისია მზად არის ეს საკითხი განიხილოს.