მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით - POLITICO

news image

აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტის პირობების თანახმად, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის გასახსნელად, ძირითადი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს [ამერიკელ] ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიულ თავდაცვას“.

თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით, რაც დადასტურდება, სულ მცირე, არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“.

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო

01.05.2026.16:51

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს. 

პროექტი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა და იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც დოკუმენტში აისახა.

„კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი და შესაბამისი დასკვნა მომზადდა. ეს სექტორებია - საკვების პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი. 
შეხვედრების ფარგლებში, კომისია 70-მდე კომპანიას შეხვდა, რომლებიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორში ძირითად მოთამაშეებს წარმოადგენენ. პარალელურად შესწავლილ იქნა 80-ზე მეტი კომპანიის საოპერაციო ხარჯები და ბიზნეს პროცესები შევისწავლეთ. სამი თვის განმავლობაში ჩატარდა საველე კვლევები და საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი მიმდინარეობდა. პროდუქტების ბაზრის შესწავლის და მისი გაანალიზების შედეგად გამოვლინდა თუ როგორ ფუნქციონირებს ქართული ბაზარი და თუ რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს და ევროპის ქვეყნების ბაზრებს შორის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარემ სამივე სექტორის შესწავლის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე დეტალურად ისაუბრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინა. 

რეკომენდაციების ნაწილი შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებს, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის საოპერაციო ხარჯების და პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შემცირების მნიშვნელობას.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება და უფრო დეტალურად დამუშავდება.

დასკვნის პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ სახელით, კომისიის წევრებს კენჭისყრის გადადების რეკომენდაციით მიმართა. 

„კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისთვის, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ და კონკრეტულ რეკომენდაციებზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ და მხოლოდ მას შემდეგ დავუჭიროთ მას მხარი“, - აღნიშნა კომისიის მდივანმა. 

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი დასკვნას მხარს არ დაუჭერს. 

„საქართველოში თუ გვინდა ფასებმა კლება დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ თუ გჯერათ, რომ ამ დასკვნის რელიზების შემდეგ საქართველოში ფასები კლებას დაიწყებს, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

პროექტზე მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, კომისიის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს კენჭი უყარეს. დასკვნის პროექტი კომისიამ 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა