მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

news image

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. გაიმართა მოდიფიცირებული დიზაინის საარჩევნო დოკუმენტაციის დემონსტრაცია. 

 

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველი არჩევნების შემდგომ ახორციელებს განვლილი არჩევნებისა და გამოკვეთილი საკითხების ანალიზს, რის საფუძველზეც თანმიმდევრულად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვოს, ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება და მომავალშიც მიიღოს შესაბამისი პრევენციული გადაწყვეტილებები.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხორციელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის მიმოცვლას და კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. 

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე. 

 

დღეს გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის 20 წარმომადგენელი და ცესკოს აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი დაესწრო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

03.05.2025.00:43

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. გაიმართა მოდიფიცირებული დიზაინის საარჩევნო დოკუმენტაციის დემონსტრაცია. 

 

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველი არჩევნების შემდგომ ახორციელებს განვლილი არჩევნებისა და გამოკვეთილი საკითხების ანალიზს, რის საფუძველზეც თანმიმდევრულად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვოს, ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება და მომავალშიც მიიღოს შესაბამისი პრევენციული გადაწყვეტილებები.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხორციელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის მიმოცვლას და კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. 

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე. 

 

დღეს გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის 20 წარმომადგენელი და ცესკოს აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი დაესწრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა