მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

news image
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ მოაწერეს.
 
დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის მემორანდუმები საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად შეუწყოს ხელი ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლების ინფორმირებას. მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის პროექტებსა თუ შეხვედრებში მონაწილეობით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
 
„ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და კულტურის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირება, რაც ბუნებრივია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველვყოთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა. აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობას, ვინაიდან მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გვექნება სხვადასხვა მიზანმიმართული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
თავის მხრივ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც.
 
მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ შეხვედრებში ერთობლივ მონაწილეობას და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას.
 
მხარეებმა დოკუმენტს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერეს.
 
ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ კობიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი მარიკა ციბაძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან - მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში, მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას | პეტერ მადიარი

13.04.2026.21:44

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - განცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები ურთიერთობა გვექნება ამ ქვეყნებთან. თუმცა, თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ.

მე მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არც ერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც თქვენი, ან სხვა სახელმწიფოს არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არც ერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა მთავრობა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა