მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის  თავმჯდომარე დავით ასათიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე. მემორანდუმი  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ასოციაციაში გასამართი მართვის ორგანოების არჩევნების საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების და ჩატარების პროცესში. 

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმოადგენს მყარ საფუძველს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ აქტივობებში. ასევე აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილების გაზიარებასა და სათანადო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა ინსტიტუციამ შეძლოს კორპორაციული არჩევნების ეფექტიანად და მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“, -აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს ცესკოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც საშუალებას მისცემს ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დამოუკიდებელ თვითმმართველობას, მოახლოებული კორპორაციული  არჩევნები ჩავატაროთ უფრო მაღალ დონეზე, ეფექტიანად გამჭვირვალედ და  სამართლიანად, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს მხარდაჭერა, ტექნოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ სამაგალითო და მოდელური არჩევნები გვექნება ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში“,- განაცხადა დავით ასათიანმა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოში მოაწერეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27.11.2025.15:47

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა