მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და განხორციელება, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ან/და მათში მომხსენებლად ან სხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება.

მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოაწერეს. 

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს ახალი ვებპლატფრომის „დეზინფორმაციის რეესტრის“ შესახებ. 

ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს. ამ  მიზნის მისაღწევად ცესკო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან,  დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას შეუწყობს. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი

18.03.2026.13:12

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.

უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.

ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა