მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.3
0.0057
flag
AZN 1.5841
0.0011
flag
CNY 37.817
0.0018
flag
EUR 3.1473
-0.0029
flag
GBP 3.6387
-0.0063
flag
KZT 49.92
-0.0006
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6939
0.0019

ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან

news image

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის განვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და  საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.   

სამუშაო შეხვედრისას ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის სტრატეგიაზე. 

ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურად ახორციელებს. 

სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.  

სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან

11.09.2025.17:48

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა