მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.

„მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს,
პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩევას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. არჩევნები გამჭვირვალე, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, კანონით განსაზღვრული ყველა ეტაპის დაცვით ჩატარდა - დაწყებული მოსამზადებელი წინასაარჩევნო პერიოდით, გაგრძელებული კენჭისყრით და დასრულებული პოსტ საარჩევნო პერიოდით - შედეგების შეჯამებით, დავების განხილვითა და შედეგების ოფიციალური გამოცხადებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა და ყველა მონაწილე სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატები ფართო მასშტაბით გამოიყენა, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა პროცესის სიზუსტე, გამჭვირვალობა და სანდოობა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რაც ამ შემთხვევაში შეადგენდა 1 საათსა და 25 წუთს საარჩევნო უბნების დახურვიდან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზა მიმდინარეობდა საჯაროდ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა და დაკვირვება თავის მხრივ ხელს უწყობდა პროცესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, როგორც ყოველთვის, ახლაც ეფუძნებოდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების, მიუკერძოებლობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამომრჩეველთა ინფორმირებას, არჩევნების ინკლუზიურობას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, რაც საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ყველა მონაწილე მხარეს - მათ შორის საარჩევნო კომისიების წევრებს, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით შესრულებული საქმიანობისთვის.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 15 ოქტომბერს შეაჯამა. ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით - მათ შორის 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით. თითოეული მანდატი ძალაში შევიდა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე, 29 ოქტომბერს, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომის ჩასატარებლად.

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისად დღეს, მე, როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს პატივი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნილად გამოვაცხადო.

თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის. დაე, თქვენი გადაწყვეტილებები მუდამ ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და იმ ნდობის გამართლებას, რომელიც ამომრჩევლებმა თქვენზე დაამყარეს.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას და მის გუნდთან ერთად ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს პირველ სხდომაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერმა განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა

30.10.2025.18:59

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად. 

საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.  

განხილვების შედეგად კი, განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს. 

პრემიერ-მინისტრისა და უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რექტორებმა მთავრობის მეთაურისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღეს. 

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა