მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

news image

საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800 -ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი. აქვე, მინდა შეგახსენოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე მათ უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. 

მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღნიშნული პრინციპების, მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათი დაცვისკენ, იმისათვის რომ მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირები უქმნიდნენ დაბრკოლებას მცირე ჰესების მშენებლობას და ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ. ვერავის მივცემთ საშუალებას, ხელი მოითბოს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე - პრემიერი

18.09.2025.15:50

იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად პრინციპული იქნება.

„ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის მოადგილე ინგა ფხალაძეს მადლობა გადაუხადა. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით, ისევე, როგორც არაერთი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ენერგეტიკის სფეროში ჩვენ მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო კურატორ მოადგილეს ენერგეტიკის მიმართულებით, ქალბატონ ინგას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ენერგეტიკოსებს, ყველას, ვისაც შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ენერგეტიკის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ჩვენ მომავალში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის მიმართულებით გახდება თვითკმარი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ განიმტკიცოს ეკონომიკური სუვერენიტეტი და ზოგადად სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა