ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).
ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:
ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.
პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 2 51 00 51
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.17:23
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024 წლის წლიური ანგარიში მოისმინა.
სააგენტოს უფროსის, ლევან თოდუას განცხადებით, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. ის უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული ყველა სახის დეპოზიტის (30 000 ლარამდე) დაზღვევას.
მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოს ამოქმედებიდან დღემდე გადაიდგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისტემის განვითარების მიზნით. სადაზღვევო ზღვარი, რომელიც თავდაპირველად 5 000 ლარით იყო განსაზღვრული, ორჯერ გადაიხედა და ბაზრის დინამიკის შესაბამისად გაიზარდა - თავდაპირველად 15 000 (2020 წლის 1 ივლისიდან), ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 000 ლარამდე. ამასთან, სისტემას დაემატა იურიდიული პირების დაზღვევა, რაც, ლევან თოდუას მოსაზრებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით.
„2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სისტემის არსებობის მანძილზე მეორედ, გაიზარდა სადაზღვევო ზღვარი, ამჯერად - 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე", - განაცხადა ლევან თოდუამ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა სისტემის მანდატის გაფართოების მიმართულებით, რაც გაზრდის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლს და მნიშვნელობას.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შემოღების შემდეგ, დაიწყო კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო მართვის მიზნით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე. მისი თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება მიღწეულია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად.
როგორც ლევან თოდუამ აღნიშნა, 2024 წელს სულ 18 სუბიექტი იყო, რასაც2024 წლის ბოლოსთვის და 2025 წლისთვის დაემატა კიდევ ორი მიკრობანკი, რომლებიც ავტომატურად ჩაერთვნენ აღნიშნულ სისტემაში.
მისი ინფორმაციით,2024 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური პირების 98% და იურიდიული პირების 90%.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა სააგენტოს ანგარიში.