ცესკოს პოზიცია საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციაზე
საარჩევნო ადმინისტრაცია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, უკვე ტრადიციული და კარგად ნაცნობი სქემით გრძელდება და რომლის კამპანიურობის ხელშეწყობა ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა, რითაც დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ხსენებული ტელეკომპანიის მხრიდან მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ არაერთ შემთხვევაში დაადგინა დარღვევა.
შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების მიზნით საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ცესკო საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღება რეგულირდება და თითოეულ ჩართულ მხარეს - იქნება ეს პოლიტიკური სუბიექტი, მედია თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია, თანაბარი უფლება აქვს აწარმოოს გადაღება შესაბამისი წესის დაცვით, კონკრეტული დაინტერესებული პირები ცდილობენ საკითხის მანიპულაციურად წარმოჩენას. მათი კრიტიკის საგანი გახდა საარჩევნო უბნებზე მოქმედი კანონმდებლობის დაცვით დამონტაჟებული ვიდეოკამერები. მათი ვარაუდებითა თუ მტკიცებით, კამერების ტექნიკური მახასიათებლები ამომრჩევლის კონტროლის საშუალებას იძლეოდა და საარჩევნო ადმინისტრაციას ასეთი მონაცემების კამერების მუშაობა არ უნდა დაეშვა.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ზოგიერთი ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც დღეს ამ კანონიერ პრაქტიკას აკრიტიკებს, წარსულში არღვევდა კანონს და საარჩევნო უბანზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა, სხვა სივრციდანაც ახორციელებდა გადაღებას/პირდაპირ ტრანსლირებას, მათ შორის, ამომრჩევლის ნების დაფიქსირებისას, რაც პირდაპირ არღვევდა როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას. სწორედ ამ დარღვევებზე რეაგირების საჭიროების გამო რამდენიმე კვირის წინ ცესკომ დადგენილებით დააზუსტა ვიდეოგადაღების საკითხები.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ - ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელსაც უფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან აწარმოებდნენ, არის კანონმდებლობით ნებადართული ქმედება და ასეთ ქმედებაზე აჟიოტაჟი იმ პირთა მხრიდან, რომლებიც კანონით დადგენილი გადაღების წესის უხეში დარღვევით პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესს და ასაჯაროებდნენ მათი პერსონალური ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას, თავად ამ მხრივ კანონის დამრღვევნი დღეს ცდილობენ დარღვევა წარმოაჩინონ იქ, სადაც ის არ არის, რაც ცალსახად მანიპულაციაა და მიუღებელია საარჩევნო ადმინისტრაციისათვის.
ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა შერჩევითი კრიტიკა. იმის მტკიცება, თითქოს აღნიშნული კამერებიგადაღებული მასალის ლაივ რეჟიმში გადაცემით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა, არ ემყარება არანაირ ფაქტს და ვერ პასუხობს სამართლებრივ რეალობას - კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კამერის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ ანიჭებს საარჩევნო ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, ამ ნიშნით შეაფასოს და შეზღუდოს ვიდეოკამერის გამოყენება საარჩევნო უბანზე. ამდენად, ყველა უფლებამოსილ პირს კანონის შესაბამისად აქვს შესაძლებლობა საარჩევნო უბანზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან აწარმოოს ფოტო-ვიდეო გადაღება.
დაინტერესებული მხარეები ასევე, მანიპულაციურად იყენებენ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული კამერებით საარჩევნო ადმინისტრაციამ 2021 წლის არჩევნებზე ისარგებლა. გაუგებარია, რა კითხვის ნიშნებს შეიძლება ბადებდეს ეს საჯარო ფაქტი, რომელიც აღნიშნულ არჩევნებზე პროცესში გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებას ემსახურებოდა. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული ვიდეოკამერებით მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, რის შემდეგაც ვიდეომასალა აიტვირთა გუგლ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მაშინ ეს საკითხი სადავო და პრობლემური არ გამხდარა არცერთი მხარისთვის.
ცესკო მკაფიოდ აფიქსირებს შემდეგს:
აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული პოზიციები არა მხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ ცხადად ადასტურებს პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედების მოტივს, რის შედეგადაც ზიანდება საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. ცესკო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისა და ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობისგან.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კანონის უზენაესობის და გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო პროცესის დაცვას როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე - ზვიად გაბისონია
13.02.2026.16:05
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.
„სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხებათ არის სრული სიცრუე.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება‘‘, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.