ტრამპმა ტრუდოსთან ტარიფებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საუბარი ტარიფებს, ასევე, მიგრანტების საკითხს შეეხო. ტრამპის თქმით, მან ტრუდოს კითხვა არჩევნების ჩატარებაზეც დაუსვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
„ჯასტინ ტრუდომ კანადიდან დამირეკა და მკითხა, რა მოვუხერხოთ ტარიფებს. მე მას ვუთხარი, რომ კანადიდან და მექსიკიდან შემოსული ფენტანილის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა, და ვერაფერი დამარწმუნებს იმაში, რომ ეს შეჩერდა. მან მითხრა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ მე ვუპასუხე: „ეს საკმარისი არ არის“. საუბარი მეტ-ნაკლებად მეგობრულად დასრულდა! მან ვერ მითხრა, თუ როდის გაიმართება კანადაში არჩევნები. დავინტერესდი, თუ რა ხდება მანდ. შემდეგ მივხვდი, რომ ის ამ საკითხს ხელისუფლებაში დასარჩენად იყენებს. წარმატებები, ჯასტინ!“, - დაწერა ტრამპმა.
ამის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჯასტინ ტრუდო კანადის გუბერნატორად მოიხსენია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მარტს მისი ადმინისტრაცია მექსიკასა და კანადას ტარიფებს დაუწესებს. მან მექსიკა და კანადა აშშ-ში ნარკოტიკების შემოდინებაში დაადანაშაულა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:45
თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.
„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.