ტრამპმა ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ტარიფების დასაწესებლად ფართო უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არასათანადოდ ეპყრობიან უცხო ქვეყნები, რომლებიც სიამოვნებით ყიდიან ამერიკულ სამომხმარებლო საქონელს, მაგრამ სავაჭრო ბარიერებს აწესებენ, რათა ამერიკული წარმოების საქონელი არამიმზიდველი და არაკონკურენტული გახადონ.
ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 1,. ტრილიონი დოლარით მეტი საქონელი შემოიტანა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა 2024 წელს. თუმცა, ეკონომისტები მეტწილად თანხმდებიან, რომ სავაჭრო დწფიციტი საქონელში არ ასახავს ამერიკის ეკონომიკური ურთიერთქმედების მთელ ისტორიას მის სავაჭრო პარტნიორებთან. მაგალითად, აშშ-ს აქვს პროფიციტი მომსახურების სფეროში.
სხვა სიახლეები
საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს, აღნიშნული გამოწვეულია იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი - ლევან ჟორჟოლიანი
12.12.2025.13:36
ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს უსწრებს მხოლოდ ისლანდია და შვეიცარია.
„საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ასევე, კანდიდატ ქვეყნებს. აღნიშნული გამოწვეული არის იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვინაიდან, გამჭვირვალობის კუთხით მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის ეტაპის გაელექტრონულებასთან დაკავშირებით. შექმნილია MRS სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ. ბაზრის კვლევები ჩატარდება სრულად ელექტრონული მეთოდით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს, აზღვევს 99%-ით. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ევროპის სამეულში უნდა შევიდეთ კორუფციის სიმცირით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების გამართვა არის ამ პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.