თქვენ მიზანმიმართულად, ადამიანური რესურსით, ფინანსური რესურსით ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს - ოთარ ჩრდილელი ოპოზიციას
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობას თანხმობა უნდა გამოუცხადონ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა ოპოზიციას მიმართა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა.
„მივმართავ საკრებულოს ოპოზიციას, თქვენ ძალიან გიკვირთ რატომ აღმოჩნდით იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი. არ უნდა გიკვირდეთ, რადგან 4 წლის წინ ვინ იყო დედაქალაქის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკანორ მელია, ვინ იყო ვიცე-მერობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე, არ უნდა გიკვირდეთ ამის შემდეგ თქვენს მიმართ არსებული პრეტენზიები. თქვენ მიზანმიმართულად, ადამიანური რესურსით, ფინანსური რესურსით ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს. თქვენ გამოიპარეთ უკანა კარიდან თებერვალში, როდესაც მიხვდით, რომ ჩაიშალა ეს ყველაფერი და შემდეგ ცალკე შეეკარით გახარიას. ჩვენ ამას ვხედავთ და ჩვენთან ერთად ხედავს ქართველი ხალხი“- განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო
სხვა სიახლეები
როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას - მოჰამედ ალაბარი
03.11.2025.10:42
მხოლოდ ჩვენ ვერ შევცვლით, ჩვენ შეგვიძლია ცვლილებაში როლი შევასრულოთ, - განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა, რითაც უპასუხა კითხვას - როგორ შეცვლის ინვესტიცია ქართულ ბიზნესგარემოს?
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პროექტის ფარგლებში, დასაქმებულები ძირითადად ქართველები იქნებიან და გამოყენებული იქნება ადგილობრივი მასალა.
„კარგია რომ ასეთი დიდი პროექტებისას, ბევრი ადამიანი არის ჩართული. როგორც წესი, როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ, ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებსა და მუშახელს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას. ეს ჩვენთვის წესია. მე არ მსურს საქართველოში ავაშენო კარგი ფრანგი არქიტექტორის მიერ შექმნილი შენობა, მიყვარს ფრანგები, ინგლისელები და ამერიკელებიც, მაგრამ მიმაჩნია რომ ადგილზე, ადგილობრივებმა უნდა შექმნან შენობა-ნაგებობები. ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. ჩვენი ადგილობრივი ოფისიც, სწორედ ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი, გაკეთებულია ქართველების მიერ და ის ეკუთვნის საქართველოს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ მგონია, როდესაც საუბარი ეკონომიკურ განვითარებას ეხება, გასათვალისწინებელია რომ ეს ძალიან მსხვილი პროექტია, ძალიან დიდი თანხა ბევრ სხვადასხვა წარმოებაში დაიხარჯება - მშენებლობა, შესაბამისი მასალა, არქიტექტორები, მუშახელი, ინჟინრები. ამავე დროს ჩვენ ვართ მომსახურების სფეროში, - შემოგყავს ტურისტები, ასაქმებ ადგილობრივებს, სასტუმროები ფერმერებისგან ნაწარმს ყიდულობენ, სხვადასხვა ნაწარმს. ასე იკვრება წრე.
რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი, 60 პროცენტიც, საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი, შესაბამისად სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა - ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა, ქართველებს რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელსაც ეს ქვეყანა მოსწონს და უყვარს, - ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა, ნამატი გადასახადებთან ერთად, - ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ, თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნა, ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მთავარია ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი რასაც შვილებს ვპირდებით უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენია რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდამ ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ვცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ“, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.