მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.6
-0.004
flag
AZN 1.5892
-0.0006
flag
CNY 38.208
0.0009
flag
EUR 3.14
0.0152
flag
GBP 3.572
0.0023
flag
KZT 52.74
-0.0007
flag
TRY 0.0636
0
flag
USD 2.702
-0.0009

თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება „ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში“

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება „ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში“.

ღონისძიება, რომელიც თსუ-ის ქალთა საზოგადოების ჩართულობით განხორციელდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შედგა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თინათინ ნიბლოშვილმა ძალადობის პრევენციის მნიშვნელობაზე, სტერეოტიპების დაძლევასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საკრებულოს მხრიდან ქალთა უფლებების მხარდაჭერას ემსახურება.

„ჩვენი პრიორიტეტია ქალთა უფლებების დაცვა, ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევა და ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ქალები საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას შეძლებენ. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს განათლებას, საზოგადოების ჩართულობას და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობა, სტუდენტების ჩართულობა და მათთან დიალოგის გაძლიერება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

თინათინ ნიბლოშვილის შემდეგ მისასალმებელი სიტყვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პრორექტორი კახაბერ ჭეიშვილი გამოვიდა.

ღონისძიებაზე, რომელზეც იმსჯელეს ისეთ საკითხზე, როგორიცაა ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში და თანამედროვე პრობლემები, აღინიშნა, რომ ქალების როლისა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული კვლევები მრავალასპექტიანია და სხვადასხვა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ღონისძიებაზე მოხსენებებით თსუ-ის სრული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგი, ისტორიკოსი როზეტა გუჯეჯიანი წარდგნენ და ქალთა როლზე კულტურის გადაცემის პროცესსა და საქართველოში ქალთა ქონებრივ-უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოსვლებისას აღინიშნა, რომ ქალთა საკითხებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა ემანსიპაციისა და სეკულარიზაციის პროცესების კვალდაკვალ. დიდია საზოგადოებრივი ინტერესიც, რაც ხშირ შემთხვევებში სტერეოტიპული ხედვების ჩამოყალიბების საფუძველი ხდება. ამიტომ მიზანშეწონილია როგორც სამეცნიერო, ასევე პოპულარული დისკუსიის სპეციალისტთა ჩართულობით წარმართვა, როდესაც დისკუსია ინტერდისციპლინური ხასიათის იქნება და კითხვები სხვადასხვა პერსპექტივიდან დაისმება.

ღონისძიების ფარგლებში, ამ დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე თსუ-ში მოღვაწე ქალების ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელზეც ქართველი ქალი მეცნიერების ფოტოები იყო წარმოდგენილი.

თსუ-ში გამართულ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება „ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში“

01.12.2025.16:56

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა