მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან - ირაკლი კობახიძე

news image

თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს" და გახარიას პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული და არათანმიმდევრულობაც სწორედ ამ სისუსტის გამოვლინებაა.

„არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება, რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული. ჩვენი მიზანი, ზოგადად, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არის 64/64 - ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება.რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-დან 38 მანდატის მიღება მინიმუმ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საკრებულოს გადაწყვეტილებით 176-ე საჯარო სკოლას -აკაკი შანიძის, და 49-ე საჯარო სკოლას კი აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა

19.08.2025.17:24

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას 176-ე და 49-ე საჯარო სკოლების სახელდების საკითხი დააყენა.

,,ვფიქრობთ, იმ ადამიანების სახელები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ სათანადოდ დაფასებულიც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის მეტად მნიშნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენმა კომისიამ იმსჯელა და წარმოგიდგენთ თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტს, სსიპ 176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელისა და სსიპ 49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ.“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ

საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი განკარგულების პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი განკარგულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა