მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

თბილისს ექნება 70 ათას ადამიანზე გათვლილი უნიკალური სტადიონი და 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე შევიტანთ განაცხადს - პრემიერი

news image

თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდება, რომელზეც მთავრობას 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება სურს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგა პროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება და კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე. იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვას.

მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ სტადიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს, ჩვენს დადაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და, რა თქმა უნდა, სათანადოდ განხორციელდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

06.04.2026.19:31

ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე. 

ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის. 

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. 

ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს. 

ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა