თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არაერთ წელს ითვლის, კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს. დღევანდელი შეხვედრა საკრებულოს წევრებს შესაძლებლობას აძლევს უფრო დეტალურად გაეცნონ სააგენტოს პროგრამებს და მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას და ეკონომიკურ გაძლიერებას,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ საკრებულოს წევრებს სააგენტოს პროგრამების და სერვისების, ასევე მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და საკრებულოს მაქსიმალურ ჩართულობაზე მოქალაქეთა დასაქმების საკითხებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14.04.2026.14:10
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.