მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს ახლად არჩეულმა  თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ ნდობისთვისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

 „მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.

ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი დედაქალაქის, მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრით.

ვხედავთ რამდენი რამე გაკეთდა უკანასკნელი წლებში თბილისის განვითარებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება თბილისის მერ კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ.

ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ტყემალაძეს, რომელიც საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„გიორგი ტყემალაძე ახლა უკვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენს ქალაქსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვას. მსურს, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მადლობა ჩემს კოლეგებსა და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს გვერდში დგომისა და ერთგულებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა - გიორგი ტყემალაძე

23.05.2025.16:45

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე გიორგი ტყემალაძის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას  უყარეს კენჭი.

გიორგი ტყემალაძე კოლეგებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაწეული საქმიანობისთვის  მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის,  ერთგულებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობიდან არ მივდივარ, ვრჩები დედაქალაქის სამსახურში. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა დედაქალაქისთვის  მომავალშიც გაგრძელდება“,  -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღესვე საკრებულოში გამართულ  სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

„საკრებულომ აირჩია ღირსეული თავმჯდომარე  -  ზურა აბაშიძე. მინდა მას წარმატება ვუსურვო. ზურა არის თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი როგორც პოლიტიკაში, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში. მერიასა და საკრებულოს შორის კარგი კოორდინაცია იყო და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა