მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7094.4
-0.0036
flag
AZN 1.6091
0.0004
flag
CNY 38.026
0.0005
flag
EUR 3.0984
-0.0058
flag
GBP 3.6927
-0.0109
flag
KZT 53.43
-0.0001
flag
TRY 0.07
-0.0001
flag
USD 2.7349
-0.0008

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

 

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს დედაქალაქში თბილისში, ნოქალაქევში, გეგუთის სასახლის ეზოში, სამთავისის მონასტერთან, ვეჯინსა და ხევში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირები სიტყვით გამოვიდნენ

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

 

გილოცავთ ჩვენს უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის უმთავრესი ფასეულობებია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნის ისტორიას და დღეს ჩვენს ერს აერთიანებს. თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია - დღეს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 107-ე წელს ვზეიმობთ

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ 26 მაისს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ!“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ათონელის, ფურცელაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.  

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით  ქვეყნის მასშტაბით  აღინიშნა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა - ბიძინა ივანიშვილი

28.05.2025.16:51

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს. 

„მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, - წერია განცხადებაში. 

მისი თქმით, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა. 

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.

„აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა