მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

თბილისის საკრებულოს დელეგაციამ თურქეთში ქართული დასახლებები მოინახულა

news image

თბილისის საკრებულოს დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოინახულა თურქეთში არსებული ქართული დასახლებები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან და ამავე კომისიის წევრთან, გურამ ნიკოლაშვილთან, ერთად იმყოფებოდნენ სოფლებში, სადაც ქართველები XIX საუკუნის ბოლოს დასახლდნენ და სადაც დღემდე ქართული წარმომავლობის მოსახლეობა ცხოვრობს.

საკრებულოს წევრებმა მოინახულეს ორჰანგაზისა და იზნიქის მუნიციპალიტეტებში მდებარე ქართული სოფლები და შეხვდნენ ადგილობრივ ოჯახებს.

აღნიშნული დასახლებები თურქეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სოფლებში შემორჩენილია ტრადიციული არქიტექტურა და ისტორიული განაშენიანება, რაც ნათლად ასახავს ქართული ყოფისა და კულტურის კვალს. წლების განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ქართული ენა, ფოლკლორი და ტრადიციები, ხოლო თემური თვითორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართული კულტურული ასოციაციები.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით იმყოფება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

15.12.2025.11:25

თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან, ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრები ასევე გაიმართა ორჰანგაზსა და ბურსაში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციების ხელმძღვანელებთან და სტამბოლში არსებულ შოთა რუსთაველის ასოციაციის წარმომადგენლებთან.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და ამავე კომისიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი ასოციაციების მრავალწლიან საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომელთა წინაშეც ქართული დიასპორა დგას. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სწავლების პროგრამებს, ფოლკლორული ანსამბლების საქმიანობას, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობას კულტურულ პროცესებში. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, თურქეთში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი ქართული თემის გაერთიანებაში და აქტიურად მონაწილეობენ როგორც თურქეთში, ისე საქართველოში გამართულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დიდია ამ ორგანიზაციების წვლილი ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ასოციაციების ხელმძღვანელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც განიხილეს.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ორჰანგაზის ქართული კულტურის ასოციაციასთან არსებულმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოქრო“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებისთვის კონცერტი გამართა.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის მიზანი დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა და გაცვლითი პროექტების განხორციელებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა