მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს წერილით მიმართა

news image

თბილისის საკრებულოს დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სტრასბურგში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია იმყოფებიან.

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს წერილით მიმართა და არჩევნების გადადებისა და ოპოზიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. როგორც თბილისის საკრებულოს დელეგაციის წერილშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის საბჭოსთან და კონგრესთან თანამშრომლობას აფასებს, აღნიშნული განცხადების ტონი და შინაარსი შემაშფოთებელია.

„ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენ ჩავატარეთ ღია და გამჭვირვალე დისკუსია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გვეგონა, რომ ამ საკითხში ჩვენ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ, გაგვიკვირდა ბიუროს შემდგომი მოწოდება არჩევნების გადადებისა და ოპოზიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჩანს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. როგორც სუვერენული ერი, საქართველო მოწოდებულია დაიცვას თავისი კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიზაციას. ბიუროს მოწოდება არჩევნების გადადების შესახებ კი სცილდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და ზოგადად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებს. ოფიციალური ორგანო მოუწოდებს სუვერენულ ქვეყანას იმოქმედოს უცხოური რეკომენდაციების შესაბამისად და არა საკუთარი კონსტიტუციით. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი რეკომენდაციები უნდა ემთხვეოდეს წევრი ქვეყნების კონსტიტუციურ პროცესებს“ - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარდა, თბილისის საკრებულოს დელეგაციის წერილში საუბარი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხება. როგორც წერილშია აღნიშნული პროტესტი არ იყო მშვიდობიანი და იგი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივ ქმედებებს მოიცავდა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ აქციების დროს ხდებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით. ასეთი აღწერა არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ შეცდომაში შემყვანიც. საპროტესტო აქციების დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი. ინფრასტრუქტურის განადგურებამ და სასწრაფო დახმარების სამსახურების შეფერხებამ ასევე საფრთხე შეუქმნა რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ჩვენ გვჯერა, რომ ბიურო აცნობიერებს საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების მნიშვნელობას“- ნათქვამია განცხადებაში. წერილში საუბარია საჯარო სექტორის რეორგანიზაციაზეც და ნათქვამია, რომ საჯარო მოხელეები საქართველოში სარგებლობენ გამოხატვისა და გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლებით და ბევრი მათგანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეხედულებების მიუხედავად, აგრძელებს კარიერულ საქმიანობას. „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი გადახედავს თავის ამჟამინდელ დამოკიდებულებას და მიდგომებს, რაც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ჯანსაღი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გზას, სადაც საქართველო აქტიური კონტრიბუტორია და კონგრესი აგრძელებს ღირებული საერთაშორისო გამოცდილების წარმოჩენას. ჩვენ ღია ვართ შემდგომი დისკუსიებისთვის და მზად ვართ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“- ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი

01.01.2026.01:01

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.

„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!

გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,

რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ. 

2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა