მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

თბილისის მერი უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

news image

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს პარლამენტის წევრს, პარტია „ფიდესის“ პრეზიდენტ გაბორ კუბატოვის შეხვდა.

პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას და მმართველ პარტიას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა ბუდაპეშტში, მადლობა ასეთი თბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან, რასაც ემატება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიციების თანხვედრა. როგორც საქართველოსთვის, ისე უნგრეთისთვის მთავარი ამოსავალი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ერთგულება იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რასაც სუვერენიტეტის შენარჩუნება და სიმართლისთვის ბრძოლა ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

გაბორ კუბატოვმა წარმატებები უსურვა საქართველოს მმართველ გუნდს ქვეყნის ინტერესების დაცვაში და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარმატება აძლიერებს უნგრეთს, რაც სასიხარულოა.

შეხვედრას უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ - თამარ იოსელიანი

10.12.2025.16:14

საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ მდგრად, დივერსიფიცირებულ და ეფექტურ მარშრუტებზე, აქ შუა დერეფანი და შესაბამისად, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - საქართველო, უალტერნატივოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა მოკლე ვადაში, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ სწორი რეგულირება, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს ტვირთების გადაზიდვა და დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროპულ ორგანიზაცია CORTE-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ისინი დინამიურად აისახოს კანონმდებლობაში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა