მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე- პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა

news image

იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს  ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.  

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.

 

შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს

 

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე იტალიაში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქ მილანში. ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით. მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ ყველანაირად შევუწყო ხელი ურთიერთობების გაღრმავებას. ლომბარდიის რეგიონს უდიდესი როლი აქვს იტალიის ეკონომიკის განვითარებაში. მინდა, მოგიწვიოთ თბილისში, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან ერთად. ბიზნესისთვის თბილისი და ზოგადად საქართველო ძალიან ხელსაყრელი და საინტერესო ქვეყანაა. ასე რომ, ვფიქრობ ამ კუთხითაც თანამშრომლობა ძალიან წაადგება ორივე ქვეყანას,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.

 

ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამ საკითხზე,“- განაცხადა ატილიო ფონტანამ.

 

დღევანდელ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ საქმიანობის პრიორიტეტები განსაზღვრა

12.06.2025.13:58

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  პარლამენტის დროებითმა კომისიამ კომისიის წევრთა საქმიანობის მიმართულებები განსაზღვრა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, კომისიის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება: ბავშვების დაცვა და შესაძლებლობების გაზრდა ციფრულ სამყაროში, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება,  ოჯახის გაძლიერება და დემოგრაფია.

„ქალთა პოლიტიკური გაძლიერება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების ჭრილში,  იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი, კომისია კონკრეტულ აქტივობებს დაგეგმავს.

სამომავლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, სხდომაზე ასევე ვისაუბრეთ ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების განსაზღვრაზე.
დღეს მეხანძრე-მაშველების დღეა და მინდა მივულოცო ამ პროფესიაში ჩართულ მცირერიცხოვან ქალებს პროფესიული დღე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ პროფესიებში ქალთა ჩართულობა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცენტრირების საგანია", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა