მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების გაგრძელების გარანტიას იძლევა - ბექა მიქაუტაძე

news image

,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2 მილიარდ 193 მილიონ  388 ათას 700 ლარით  განისაზღვრა’’,- აღნიშნა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვის დროს.

ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და დედაქალაქის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტი იმ მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების გაგრძელების გარანტიას იძლევა, რომლებიც თბილისისა და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული.

მიქაუტაძე საკრებულოს ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის მზადაა თანამშრომლობისთვის და ყველა ის საკითხი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვას, აფთიაქებსა თუ სკოლებში ბავშვთა კვებას უკავშირდება, ოპოზიციასთან მეტითანამშრომლობით  უნდა გადაწყდეს.

,,ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და თქვენს მიერ წარმოდგენილი ხედვებისა და წინადადებების განხილვისთვის “, -აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება - ბექა ოდიშარია

23.12.2025.16:36

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა. 

„მინდა ავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებიც გადასახადების სტრუქტურაში ვერ ერკვევიან, რომ ჩვენ არავის ვბეგრავთ მეტით. ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა. ყველა დასავლურ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელად ყოფნა საამაყოა. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, საწარმო თუ კომპანია, ეს ქვეყნისთვის და მათ შორის მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. ჩვენი ბიუჯეტიც გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობაც გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება. ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს, ამ თანხის დაახლოებით 27% სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება. ასევე დაგეგმილია უამრავი სხვადასხვა პროექტი“,  -  განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში იმ კულტურულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა განურჩევლად  პოლიტიკური შეხედულებებისა. 

„ჩემი გამოსვლის ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციური ტელევიზიები სიუჟეტებში წარმოუდგენელ სცენარებს დგამენ, ყველაფერი ორკესტრირებულია, როგორც სტუმარი, ისე ჟურნალისტი. თუმცა, ალბათ, გული სწყდებათ, როდესაც გაივლიან გლდანის ტბასთან, წერეთლის გამზირზე, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, შემდეგ კი საშობაო სოფელში შეიხედავენ. მათ ნამდვილად არ ახარებთ სიკეთით სავსე ქალაქი. მთელ თბილისს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს“,  -  დასძინა ბექა ოდიშარიამ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა