თამარ იოსელიანმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია, უსაფრთხოება ზღვაზე, მდგრადი ნაოსნობა, რკინიგზა და სხვ.
თამარ იოსელიანმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მსხვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობისა და შუა დერეფნის განვითარების სამთავრობო ხედვის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი და სხვ. მხარეებმა განიხილეს საქართველოთი მეტი ფრანგული კომპანიის დაინტერესების შესაძლებლობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მგზავრთნაკადის ზრდას, ისე ურთიერთობას ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.