მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო

news image

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ადმინისტრაციამ ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში დააგროვა. 

საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული გამოცდილება. ასევე ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დეზინფორმაციის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით. შევთანხმდით დელეგატებთან სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, ისევე როგორც სხვადასხვა საარჩევნო აქტივობებში ორი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრმა აპივან საქსესმა - “გულწრფელად მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისგან. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თქვენი საინტერესო გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ. თავმჯდომარის პრეზენტაცია იყო ძალიან ინფორმაციული. ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის გამოვიყენებთ“. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი დეზინფორმაციის რეესტრისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნულის შესახებ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთევან ქარენაშვილმა გააცნო.

ტაილანდის სამეფოს მეფე პრაჯადჰიპოკის ინტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სენატორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image როგორც პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი - მარიამ ქვრივიშვილი

25.11.2025.16:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან „საზღვაო ერთი ფანჯრის ეროვნული სისტემის" ამოქმედებამ საკმაოდ გააძლიერა და გააუმჯობესა საქართველოში საზღვაო ოპერაციების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე ისაუბრა, რომელიც ლონდონში გაიმართა და მასში მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თავის გამოსვლაში მარიამ ქვრივიშვილმა მადლიერება გამოხატა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმართ და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ძვრების, კლიმატური ცვლილებებისა და საზღვაო ტექნოლოგიების მიღწევების გათვალისწინებით,  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას, მისი ზომის მიუხედავად, თანაბარი ხმა აქვს. მინისტრის შეფასებით, ინტერესთა ეს უნიკალური ბალანსი გაეროს  საერთაშირისო საზღვაო ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარესა და გლობალური საზღვაო მმართველობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

„ჩვენ გვჯერა და ვაღიარებთ დაბალანსებულ ინტერესებზე, გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და ყველა ხმის პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საზღვაო წესრიგს.  იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა და ერთგვარი ხიდი კონტინენტების შორის, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა