სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
„6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.