მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კმ და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს - ნიკოლ ფაშინიანი

news image

სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს უკვე არსებობს უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის, იგივე ლაიტმოტივით, თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება გახდეს ეფექტური გზა, საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთერთდაკავშირებისთვის. 

„ეს თავისთავად სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში. მინდა ასევე მივაპყრო, როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე კერძო სექტორის ყურადღება ამ შესაძლებლობისკენ. ჩემი გამოსვლის შემდგომ მსვლელობისას ჩემი გუნდის წევრები წარმოადგენენ დამატებით ინფორმაციას თუკი ამის ინტერესი იქნება გაგიზიარდებათ ბროშურები ამ პროექტზე და ჩვენთვის ღირებული იქნება თქვენი, როგორც კომენტარის, ასევე მხარდაჭერის მიღება ამ პროექტის განხორციელებისთვის. 
კომპლექსურად რომ შევხედოთ ყოველივე ამას, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მშვიდობის გზაჯვარედინის პრინციპებს.
პირველი ასეთი პრინციპია: ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს  შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში სადაც ისინი გადიან.
მეორე პრინციპი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით, უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის, მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო, თუ სხვა საშუალებით. 
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ უახლოეს მომავალში, სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილნი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები, თუ პირები, რომლებიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებს.
მესამე პრინციპი: ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის.
მეოთხე პრინციპი: ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურები, მათი  ოპტიმიზაცია შესაძლებელია.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას გახსნას, ხელახლა გახსნას, ააშენოს, ან განაახლოს რეგიონული  კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნული პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა, თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნის მთავრობებისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ.
ქალბატონებო და ბატონებო მშვიდობის გზაჯვარედინი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მშვიდობის დღის წესრიგის. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ, შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან, მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად და იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში.
ასევე ვთვლი საჭიროდ წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან.
სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას  აღიარებს.
ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხრის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა.
ასევე მინდა მოვიშველიო 1991 წლის ალმაატას დეკლარაცია, რომელსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, იმ დროისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს აღიარებს, ანუ საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში ხდება სახელმწიფო საზღვრებად და ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელმოწერას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის. ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის. 
თუკი დავუბრუნდები მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივას, თავისთავად, აბრეშუმის გზის ლოგიკაში სრულად ის ჯდება და მოხარული ვიქნებით, სომხეთის ტერიტორიაზე მივიღოთ ადამიანები, პირები, საქონელი, გავატაროთ ნავთობხაზები, კაბელი, ელექტრო თუ ნებისმიერი სხვა. დასკვნით ნაწილში მინდა გისურვოთ წარმატება, მინდა ვუსურვო ნაყოფიერი სამუშაო 2 დღე აბრეშუმის გზის ფორუმს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი

01.01.2026.01:01

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.

„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!

გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,

რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ. 

2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა