მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

სხვადასხვა მხარესთან შეჯერებული და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული ენერგეტიკული პოლიტიკა იქნება წარმატებული და ამას ალტერნატივა არ გააჩნია - ლევან დავითაშვილი

news image

საქართველოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, აღარაფერს ვამბობ ჰიდროენერგეტიკაზე, რომელიც  დომინანტია ჩვენს გენერაციაში. გარდა ამისა, ქარის და მზის სადგურები უფრო და უფრო პოპულარული ხდება საინვესტიციო კუთხით და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ცდილობენ  უფრო მეტი მიზიდულობის ცენტრად იქცნენ და გახდენ ენერგორესურსების სავაჭრო ჰაბები, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნია და ესეც მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმასაქართველოს ბანკის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაზე სახელწოდებით  „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში" წარმოდგენილი იყო საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა, გადამცემი ქსელის განვითარება, ბაზრის რეფორმის მიმოხილვა, კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ სექტორში არსებული აქტუალური საკითხები.

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკის მიმართულება უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი სწორად განვითარების გარეშე ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე საუბარი ზედმეტია. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სწორად, მდგრადად, გრძელვადიანად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  სხვადასხვა მხარის მოსმენაპოზიციების შეჯერება და ამის ასახვა ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რომელიც ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული და მას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც მინისტრმა აღნიშნაყველა წარმატებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, არის იმ შემთხვევაში წარმატებული, თუ ის გაზიარებულია სხვადასხვა მხარის მიერ და შეჯერებულია ძირითად აქტორებთან.   ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც, ენერგეტიკაში ბოლო წლებში ძირითადი ინვესტორები იყვნენ კერძო ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, მომავალშიც დიდია დაინტერესება კერძო ინვესტორების მხრიდან და შესაბამისად, მათთან გაზიარებული პოლიტიკა იქნება სწორი პოლიტიკა.

 

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას   გენერაციის ობიექტების წარმატებით განვითარებაში. მისი შეფასებით, აქ უმნიშვნელოვანესია  განვითარება და კოორდინირებული მოქმედებები სინქრონულად.

 

ეს კოორდინაცია გასაუმჯობესებელია მომავალში და ვფიქრობ, უფრო კოორდინირებული პოლიტიკით შევძლებთ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა  თანხვედრაში კერძო ინვესტორების საინვესტიციო გეგმებთან. ასევე გვესმის, რომ როცა ვსაუბრობთ განახლებადი წყაროებიდან ენერგოობიექტების ინტეგრაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის შენახვის ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - იგეგმება 200 მეგავატიანი ბატარეების შეძენა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოვაცხადებთ ტენდერს. დაფინანსება მიღებულია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, ამას წინ უძღოდა ორწლიანი კვლევითი სამუშაოები, რომელიც წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის სტაბილურობას" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

თავის გამოსვლაში ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო  საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე არსებულ შესაძლებლობებს, გახდეს მათ შორის, მონაცემთა  გაცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. მინისტრის შეფასებით, ის შეიძლება იყოს ციფრული დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას არამხოლოდ სატრანსპორტოარამედ ციფრული კუთხითაც. ლევან დავითაშვილის თქმით, გლობალურად ენერგოინტენსიური წარმოებების, დატა ცენტრების, ხელოვნური ინტელექტის ცენტრების, მრეწველობის ზრდის პირობებში ელექტროენერგიაზე მოხმარება სულ უფრო იზრდება, ხოლო ისეთი დარგები, როგორიც არის, მაგალითადცემენტის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ასევე ფოლადის წარმოება, იწყებენ მწვანე, განახლებადი ენერგიების გამოყენებას, რაც, მინისტრის აზრითმომავალში კიდევ უფრო აქტიური მიმართულება იქნება. მისივე განცხადებითმთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირი, ახალ რეგულაციებს და სავაჭრო წესებს აწესებენ, რომ ასეთი დარგები, მეტწილად, დამოკიდებული იყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენებაზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

20.06.2025.23:32

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ. 

ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.  
ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერების აუცილებლობას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროების ხელშეწყობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა