შსს-მ 2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, ნარკოდანაშაულისთვის 19 000 პირი მისცა პასუხისგებაში - ალექსანდრე დარახველიძე
2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, 19 000 პირი ჰყავს შსს-ს ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული, აქედან, დაახლოებით 1 000 პირი ნარკოგამსაღებელია, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოგასაღებას, ამავე დროს უნდა შემცირდეს იმ
ადამიანების რიცხვი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს.
„2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, 19 000 პირი ჰყავს შსს-ს ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული, აქედან, დაახლოებით 1 000 პირი ნარკოგამსაღებელია. მარტივად, ციფრებს რომ შევხედოთ, საკმაოდ შთამბეჭდავია ეს ციფრები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთია, როდესაც ნარკოგასაღებას ებრძვის სახელმწიფო, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც არსებობს მოთხოვნა ნარკოტიკებზე, ბუნებრივია, გარკვეულ შემთხვევებში ჩნდება ის კერები, საიდანაც ხდება მიწოდება. ამიტომ, ერთის მხრივ, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოგასაღებას, ამავე დროს უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია - მიხეილ სარჯველაძე
21.01.2026.17:47
მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელი სხდომა შეაფასა, რომელზეც კომისიის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში. ვფიქრობ, შემდგომი შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება რეალურად გადაიჭრას პრობლემა, რომელზედაც ვსაუბრობთ. მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, არის ის, რომ პრობლემა არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ყურადღება ბიზნესის თავისუფლებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის ხელმისაწვდომობის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა.
„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას სამთავრობო კომისია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს - ერთი მხრივ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტები და მეორე მხრივ, რჩებოდეს სივრცე ბიზნესისთვის, რომ თავისუფლად ოპერირების გზით შეძლონ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა მინისტრმა.