მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7075.8
-0.0026
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.013
-0.0006
flag
EUR 3.1293
0.0021
flag
GBP 3.5612
0.0119
flag
KZT 51.71
0.002
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7065
-0.001

შრომითი მიგრაციის მიმართულება ეს არის კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც სრული მანდატით 2026 წლიდან დაგვემატება - ბექა ფერაძე

news image

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში მოისმინა.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამსახურის მანდატი ეტაპობრივად იზრდებოდა და ფართოვდებოდა.

„ძირითადად, აღმასრულებელი ვართ შრომის უსაფრთხოების კანონის და თემატურად დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების, საქართველოს შრომის კოდექსის და თემატურად დაკავშირებული მთავრობის დადგენილებების. შრომითი მიგრაციის მიმართულება ეს არის კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც სრული მანდატით 2026 წლიდან დაგვემატება და ამაზე დეტალურად უკვე მომდევნო წელს წარმოგიდგენთ ანგარიშს ვინაიდან, პირველი რეფორმით წელსაც გარკვეული აქტივობები განვახორციელეთ და საჯარო სამსახურის შესახებ კანონი როგორც უკვე აღვნიშნე ასევე არის ჩვენი მანდატს დაქვემდებარებული “, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, შრომითი მიგრაცია არის კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც სამსახურს, სრული მანდატით 2026 წლიდან დაემატება.

მომხსენებლის განმარტებით, შემოწმებული ობიექტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 68%-ით არის გაზრდილი და ჯამში შემოწმებულია 5000-ზე მეტი ობიექტი. მისივე ინფორმაციით, სამსახურის მიერ გათვალისწინებული მანდატი შეეხო 84 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, გასულ წელს შემოწმებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს. მისი თქმით, გამოვლენილი დარღვევები უკავშირდება სწავლების და ინსტრუქტაჟის ჩატარებას, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალების არქონას და ასე შემდეგ.

მან სამუშაო ადგილზე დაფიქსირებულ ინციდენტებსა და ფატალურ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილებზე ფატალური, უბედური შემთხვევები 44%-ით არის შემცირებული.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით, საანგარიშო წლის განმავლობაში 2200-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა და 29 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხო განხორციელებული ინსპექტირება.

მან ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა მიმართ შრომითი უფლებების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცხრა ობიექტზე 30 პირის მიმართ გამოვლინდა დარღვევა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 72 კომპანიის მიმართ იქნა დადგენილი დისკრიმინაცია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ შრომის ინსპექციის სამსახურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შედეგები მომავალი ანგარიშის წარდგენისას კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თამარ იოსელიანმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილა

11.11.2025.13:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია, უსაფრთხოება ზღვაზე, მდგრადი ნაოსნობა, რკინიგზა და სხვ.   

თამარ იოსელიანმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მსხვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობისა და შუა დერეფნის განვითარების სამთავრობო ხედვის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი და სხვ. მხარეებმა განიხილეს საქართველოთი მეტი ფრანგული კომპანიის დაინტერესების შესაძლებლობა. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მგზავრთნაკადის ზრდას, ისე ურთიერთობას ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა