მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

news image
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომაზე, რომელიც ბორჯომში იმართება, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, საქართველო შავიზღვისპირა რეგიონში თანამშრომლობას ეკონომიკური და სტრატეგიული უსაფრთხოების საყრდენ ქვაკუთხედად მიიჩნევს, შავი ზღვა კი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის და ის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ღერძს წარმოადგენს, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს.

„დღეს გლობალური ეკონომიკა ახალ ფაზაში შედის, სადაც ხელოვნური ინტელექტი და განვითარებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. Goldman Sachs-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ შეიძლება გლობალური მშპ დაახლოებით 7%-ით გაზარდოს, ხოლო McKinsey პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ამ სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს და მონაცემთა ცენტრებზე გლობალური მოთხოვნა მომდევნო ხუთ წელიწადში 3.5-ჯერ გაიზრდება.

ამგვარი გარდაქმნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფები, განახლებადი ენერგიის წარმოების მაღალი წილი, ხელსაყრელი კლიმატი და მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობა იდეალურ პირობებს ქმნის მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებისათვის. ამასთან, საჯარო სერვისების სრულად გაციფრებული სისტემა და გამჭვირვალე მონაცემთა მმართველობა საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური ზრდისათვის ეს ინფრასტრუქტურა ახალ პლატფორმად ვაქციოთ", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ეროვნულ პრიორიტეტად მიიჩნევს და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი - ქვეყნის ყველაზე დიდი პროექტი ციფრული ეკონომიკის სფეროში, ამ ხედვის ნათელი მაგალითია, რომელიც საერთაშორისო IT სკოლას, 1000-მდე სტუდენტს მოიცავს.

„პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ახორციელებს, რომელმაც უკვე დააფინანსა 500-ზე მეტი სტარტაპი და 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ინოვაციურ ბიზნესებში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტექნოლოგიური გარდაქმნა შავი ზღვის რეგიონის საერთო განვითარების სივრცე გახდეს, სადაც ინოვაცია, ენერგეტიკული მდგრადობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ერთმანეთს გააძლიერებს. ამ ხედვის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი შავი ზღვის წყალქვეშა ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელის პროექტია - ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული ინიციატივა, რომელიც მიზნად ევროპისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის ციფრული დაკავშირების გაძლიერებას ისახავს. ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის მონაცემთა გადაცემის სიჩქარესა და მოცულობას, ამასთან, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკურ სივრცედ გარდაქმნას.

საქართველო მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში - გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული, გეოგრაფიული და ციფრული უპირატესობები, რათა ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი გახდეს რეგიონში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image წიგნი შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა გამოცემას ღირსეულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა - კახა ლაბუჩიძე

24.10.2025.17:35

„მახათას პანთეონში დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა პირველი საცნობარო წიგნი დაიბეჭდა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი წიგნი გამოიცა. წიგნი 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა საცნობარო გამოცემას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში და გამოყენებულია ფოტოები საოჯახო ფოტოარქივებიდან. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზანში“ და წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გამოცემის მიზანი იყო მახათას პანთეონის დაარსებიდან დღემდე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ მაქსიმალურად სრული და სტრუქტურირებული ინფორმაციის თავმოყრა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია მოღვაწეთა ბიოგრაფიული მონაცემები, მათი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღები, გამოსვენების ადგილები და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თუ ვინ იყო კონკრეტული მოღვაწის პანთეონში დაკრძალვის ინიციატორი. 

„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა მახათას პანთეონის შესახებ პირველი აკადემიური ტიპის გამოცემა, რომელიც ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის მკვლევრებისთვისაც . ეს გახლავთ საკმაოდ კარგი ინფორმაციული გზამკვლევი. ის შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით. მასში შესულია საზოგადოების, ოჯახებისა და ექსპერტების შენიშვნები, რათა გამოცემას სრულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, აღნიშნა, რომ გამოცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული და ბიოგრაფიული კუთხით, არამედ როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებსა და მკვლევრებს, უკეთ გაიაზრონ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა