მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

ბაზრის დეკონცენტრაცია და კონკურენციის ინსტრუმენტების გაძლიერება არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ საკითხს, ეს არის სოციალური კეთილდღეობისა და მომხმარებელთა დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა - შოთა ბერეკაშვილი

news image

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოყალიბებულია ძლიერი მარეგულირებელი სისტემა, რომელიც თანმიმდევრულად ახორციელებს პოლიტიკას სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად არსებული პროგრესისა, კონკურენციის გარემოს გაძლიერება კვლავ საჭიროებს სისტემურ მუშაობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც ბაზრის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალია.

„ბაზრის დეკონცენტრაცია და კონკურენციის ინსტრუმენტების გაძლიერება არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ საკითხს, ეს არის სოციალური კეთილდღეობისა და მომხმარებელთა დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო დაბალ ფასებს, ხარისხის გაუმჯობესებას და ბაზრის უფრო მდგრად განვითარებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ სამართლებრივი ჩარჩო იყოს სტაბილური და კონკურენციის ხელშემწყობი.

„ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ისეთი გარემო, სადაც კერძო სექტორი შეძლებს ინოვაციის და პროდუქტიულობის ამაღლებას, რაც დამატებით ღირებულებას შექმნის მომხმარებლებისთვის. გვწამს, რომ ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების საფუძველს. სწორედ ამიტომ, პარლამენტი მიზანმიმართულად მუშაობს კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა მარეგულირებელ და საკანონმდებლო სისტემებს შორის იყოს თანმიმდევრული კოორდინაცია და თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სამართლიანი ბაზრის შედეგი საკუთარ ცხოვრებაში“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ.

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით 13-15 ნოემბერს იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. საერთაშორისო კონფერენციაში 350-მდე დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

11.12.2025.16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა