მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

news image

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტი უზრუნველყოფს ცხოველისა და მისი მეპატრონის იდენტიფიკაციის ვალდებულებას, რეგულირდება მეპატრონეების მიერ შინაური ცხოველების უკონტროლო მოშენება, ეტაპობრივად დაიწყება მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციის პროცესიც.

ცვლილებების მიხედვით, შინაური ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის მეშვეობით ერთიან მონაცემთა ბაზაში აღირიცხებიან, რაც მათი და მეპატრონის მიკვლევადობას უზრუნველყოფს. ყველა მეპატრონე კი, ვინც შინაურ ცხოველს ქუჩაში გააგდებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე იყოს კანონი მიღებული, რათა დაიწყოს ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველ რიგში მიემართება არსებული მიუსაფარი ცხოველების საყოველთაო სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩასატარებლად და ასევე დროულად შემოვიდეს ვალდებულება, რომელიც დაავადებულებს მეპატრონეს, რომ დაჩიპოს და საკუთარ ცხოველი დაარეგისტრიროს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

25.06.2025.12:36

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა, რომელშიც დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრები შედიან.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. აღინიშნა თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.

საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს თურქეთში.

შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღინიშნა გასულ კვირას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ყურადღება გამახვილდა აქტიურ გაცვლებზე საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.

თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ და საქართველოს პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჭყონიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა