შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, 6 თვეში შევძელით დაახლოებით ₾300 მილიონის დაზოგვა - ლევან ჟორჟოლიანი
შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მხოლოდ 6 თვეში, შევძელით, დაახლოებით, 300 მლნ ლარის დაზოგვა, მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის მეორე ნახევრიდან შეიქმნა, ასევე რეფორმირდა შესყიდვების სამსახური, კერძოდ შესყიდვებს დაემატა ბაზრის კვლევის ელემენტი და ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაცია არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა ახალ ინიციატივებს, კერძოდ ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნას, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულს (MRS), რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და სამშენებლო ფასების რეფორმას, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.
„მნიშვნელოვანია, რომ თუ ადრე მთავრობის ადმინისტრაცია ითანხმებდა მხოლოდ ავტომობილების, კომპიუტერული ტექნიკისა და ავეჯის შესყიდვას, დაემატა უმნიშვნელოვანესი - სამშენებლო მიმართულება და მასზე ზედამხედველობა, წინასწარი შეთანხმება, ვიდრე გამოცხადდება სამშენებლო პროექტები და ტენდერები. მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს თუ ავიღებთ - 4 მლრდ-ის შესყიდვებზეა საუბარი, ასევე დაემატა სპეცტანსაცმლის შესყიდვები და ა.შ. ანუ გაფართოვდა წრე იმ კოდებისა, რომელსაც ითანხმებს მთავრობის ადმინისტრაცია. ჯამში, შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მხოლოდ 6 თვეში, საქმიანობის ეფექტმა მოგვცა 300 მლნ ლარამდე დაზოგვის შესაძლებლობა. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, ჩვენ შევედით ინიციატივით, მათ შორის, პარლამენტში და შეიქმნა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც გაეშვება2026 წლის პირველი ივნისიდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ განვაახლეთ „თეთრი სიის“ კონცეფცია, სპეცწესებისრეფორმირება მოხდა მთლიანად. პირველი იანვრიდან გაეშვა MRS სისტემა, ეს არის ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული. ჩვენ ასევე სამშენებლო ფასების რეფორმა დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყო საკმაოდ ბევრი პრობლემა, როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ისე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და ამ ნაწილშიც აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს ამ რეფორმას დავასრულებთ. გვექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელთაც შევიტანთ პარლამენტში 2026 წლის გაზაფხულის სესიაზე და მთლიანად მიმართული იქნება შესყიდვებისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობებისკენ,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ათობით განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სასურსათო კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით - სუს-ი
22.01.2026.15:43
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ათობით განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სასურსათო კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.
„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.