მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი - პრემიერი

news image

შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გენდერული სტატისტიკის მიხედვით, 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი.

„რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში. შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი. გენდერულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ - 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი. მათგან, დაახლოებით 25% არის რუსეთის მოქალაქე, დაახლოებით 13.3% არის ინდოეთის მოქალაქე, თურქეთის - 5 600 პირი, ბელარუსი - 4 930. სლავური ქვეყნების წარმოადგენლები ძირითადად არიან დასაქმებული IT სექტორში უმეტესად. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, ისინი უმეტესად არიან დასაქმებული მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თურქმენეთი - არის 4 000-ზე მეტი ასეთი პირი, ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის სფეროში არიან დასაქმებული, აზერბაიჯანი - 3 000-მდე პირია, უკრაინა - 2 849. უკრაინელები ძირითადად არიან IT სფეროში, თუმცა ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული. ჩინეთი - 2 000-მდე პირია, ყაზახეთი - 1 891, ირანი - 1 277 პირი.

რაც შეეხება დასაქმების სექტორებს, საერთო სტატისტიკას - IT სფეროში არის დასაქმებული უცხოელი შრომითი მიგრანტების 32%, მშენებლობის სექტორში - 3.6%, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მომარაგება, გაქირავება -7.9%, გართობა, დასვენება, სათამაშო ბიზნესი - 6.6%, ბიზნესის ადმინისტრირება - 6.2%, სტუმარ-მასპინძლობა - 5.8%, დაუმუშავებელი მრეწველობა - 4.6%, აქაც არის ქარხნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში ქართველი მუშახელის მოძიება, შესაბამისად, შესაბამის საწარმოებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა საქართველოში. განათლების სფეროში დასაქმებულია უცხოელების 2.1%, სპორტი - 2.1%", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

16.04.2026.15:15

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. 

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა