შეხვედრა გაიმართა ქართველ მწარმოებლებთან, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ ქსელებთან, დისტრიბუტორებთან ურთიერთობაში, ყველა ცალსახად თანხმდება, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია - ლევან ჟორჟოლიანი
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ქართველ მწარმოებლებთან, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც, ზოგადად, მწარმოებლებს აწუხებთ ქსელებთან, დისტრიბუტორებთან ურთიერთობაში, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ყველა ცალსახად თანხმდება იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია.
„ყველა ცალსახად თანხმდება იმ საკითხთან მიმართებაში, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება და, ასევე, მათ დააყენეს ქართული წარმოების ხელშეწყობის საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ხშირად ხდება, რომ ქართველ მწარმოებელს ურჩევნია ექსპორტზე გაიტანოს ქართული პროდუქცია, ვიდრე შიდა ბაზარზე დატოვოს გასაყიდად იმ გარემოდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის შექმნილი. სწორედ, ამ გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა
26.01.2026.16:06
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.
გაცნობითი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ.
სებ-ის პრეზიდენტმა უნგრეთის ელჩს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის დაგეგემილია ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) გაფორმება. აღინიშნა, რომ მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მყარ ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის, მათ შორის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი დომინიკ კარი და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.