მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით წარუდგინა

news image

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

 

მესამე მოსმენით განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პოლიტიკურ ჯგუფხალხის ძალასთან" კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების შედეგად, კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით რეგლამენტის პროექტის 149-ე მუხლი წარუდგინა, რომელიც ინტერპელაციას ეხება.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არსებული თვეში ერთი ინტერპელაციის ნაცვლად, ყოველ სასესიო კვირაში ინტერპელაციისთვის გამოყოფილი იქნება ორი დღე  თუკი კითხვები იარსებებს.

 

ინტერპელაციის დღე იქნება ოთხშაბათი და ხუთშაბათიფიქსირებული დროით - 12:00-დან 15:00 საათამდე. პროცედურის თანახმად, სასესიო კვირის წინა ოთხშაბათის 12 საათამდე ინტერპელაციით კითხვის მიმართვის უფლების მქონე სუბიექტი, ფრაქცია ან შვიდკაციანი ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნის კითხვებსპარლამენტის თავმჯდომარე ამ შეკითხვებს იმავე დღის ბოლომდე აჯგუფებს, უგზავნის შესაბამის ადრესატებს და იწვევს მათ პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად.

 

პარლამენტის ბიურო, პლენარული სხდომების დღის წესრიგის განსაზღვრისას, გაითვალისწინებს შესაბამისი პირის ინტერპელაციით მოსვლას. თუ ადრესატი ბევრი იქნება, ბიუროს შეეძლება ინტერპელაცია გადაანაწილოს სხვადასხვა დღეზე, ასევე შეამციროს პროცედურით გათვალისწინებული დროები, რომ მოაქციოს სამსაათიან რეგლამენტში.

 

შეკითხვებზე პასუხის გაცემის და დაზუსტებების შემდეგ, შესაბამის სუბიექტებს შეუძლიათ ორ-ორი ზეპირი კითხვა, ასე ვთქვათ, სპონტანური კითხვაც დაუსვან ადრესატს. ამის შემდეგ გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება, რომელზეც ადრესატს შეუძლია უარი თქვას, თუკი მას არ სჭირდება რაიმე დამატებითი ინფორმაცია. ადრესატს კითხვებზე პასუხის გასაცემად 10 წუთი აქვს, რომელიც ასევე  შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. პასუხების შემდეგ, ფრაქციებს, უფრაქციო  წევრებს შესაძლებლობა აქვთ ხუთწუთიანი რეგლამენტით გამოვიდნენ და შეაჯამონ კითხვა-პასუხის პროცედურა მათი პოლიტიკური გადმოსახედიდან და ბოლოს, ადრესატსაც აქვს ხუთი წუთი შემაჯამებელი გამოსვლისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინტერპელაციის ახალი წესის შემოღებით, აბსოლუტურად სხვა ინტერაქციას შეიძენს ინტერპელაცია, ვიდრე აქამდე იყომისივე თქმით, იარსებებს შეზღუდვა, რომლის თანახმად, ერთი და იგივე ადრესატი თვეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაიბარონ პარლამენტში ინტერპელაციაზე.

 

რეგლამენტის პროექტით, ყოველი თვის პლენარული სხდომების კვირის ბოლო ოთხშაბათს შესაძლებელი იქნება ჩატარდეს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა რეგლამენტის პროექტში შეტანილ რამდენიმე ცვლილებაზე, რომელიც  საპარლამენტო ჯილდოებსა და პარლამენტის სტრუქტურას შეეხება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა

12.02.2026.16:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა