მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა

news image

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა

 

საქართველოს პარლამენტმა  გიორგი გაბიტაშვილი დღეს გენერალურ აუდიტორად აირჩია. როგორც ყოფილი გენერალური პროკურორი, ის თქვენი სამსახურისთვის უცხო არ არის. აუდიტის სამსახურის მუშაობის შედეგი, რიგ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურის ინტერესის სფეროში. არაერთი საქმე ყოფილა, რომელიც თქვენი სამსახურის მიერ გამოვლენილა და შემდეგ უკვე პროკურატურიდან ყოფილა ამაზე რეაგირება

 

მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ-სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

მისივე თქმითგიორგი გაბიტაშვილის პროფესიული გამოცდილება აუდიტის სამსახურს წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება

 

დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოსპარლამენტის და მთავრობის მოლოდინიც ეს არის, რომ სწრაფ რეჟიმში გვქონდეს შესაძლებლობა, თვალყური ვადევნოთ საჯარო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

 

მანვე  მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს იმ დასკვნებს, რომელიც აუდიტის სამსახურიდან საკანონმდებლო ორგანოში იგზავნება

 

აუდიტის სამსახურის დასკვნები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ, რამდენად  კანონიერად იხარჯება საჯარო თანხები. ამ მხრივ, აუდიტის სამსახურის   პროფესიონალ გუნდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

 

საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით ირჩევს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

12.06.2025.17:47

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს

 

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობისათვის

 

განხილული იქნა ენერგეტიკის სექტორი, როგორც რეგიონული უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პოტენციალი, როგორც ევროპასთან ენერგოდაკავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ როლს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელობას, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორებს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელებში. ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვიხილეთ  სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული კავშირების გაღრმავებას. ასევე მიმოვიხილეთ  ტურიზმის სექტორიც, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დარგი, სადაც არსებობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი და მათი წვლილი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაში. ხაზგასმით აღინიშნა კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კონტექსტში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარვენაშვილი, კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა